გასაღები (მუსიკალური)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გასაღები - ნიშანი სანოტო სისტემაში, რომელიც ადგენს ბგერის სიმაღლესა და სახელწოდებას მის ერთ-ერთ ხაზზე. გასაღები განსაზღვრავს სანოტო სისტემაში ჩაწერილი ყველა ბგერის მნიშვნელობას. განარჩევენ გასაღებებს: ვიოლინოს (სოლ მეორე ხაზზე), ბანის (ფა-მე-4 ხაზზე), ტენორის (დო მე-4 ხაზზე), ალტის (დო მე-3 ხაზზე); გასაღები იწერება სანოტო სისტემის დასაწყისში. ჟღერადობის რეგისტრის შეცვლის დროს ახალი გასაღები შეიძლება დაიწეროს სანოტო სისტემის ნებისმიერ ადგილას. ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება შემდეგი გასაღებები: ვიოლინოს – მაღალი ხმებისა და საკრავების მაღალი რეგისტრის ჩასაწერად და ბანისა – დაბალი ხმების დაბალრეგისტრიანი საკრავების ჩასაწერად.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები