გასტროფილუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გასტროფილუსი

გასტროფილუსი - (Gastrophilus; ბერძნ. gaster კუჭი + philos მოყვარული) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბორების გვარი; მიეკუთვნება Gastrophilidae-ს ოჯახს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. ზრდასრული ბორები არ იკვებებიან. ისინი ცოცხლობენ პარაზიტული ცხოვრების პერიოდში ლარვების მიერ დაგროვილი მარაგების ხარჯზე. ლარვები პარაზიტობენ ცხენისა და სახედრის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

სახეობები:

  • Gastrophilus intestinalis (ლათ. ნაწლავის) კუჭის დიდი ბორა;
  • Gastrophilus veterinus (ლათ. ვეტერინარიული) თორმეტგოჯა ნაწლავის ბორა;
  • Gastrophilus haemorrhoidalis (ბერძნ. haima სისხლი + rhein დენა) კუჭის წითელკუდიანი ბორა;
  • Gastrophilus inermis (ლათ. შეუიარაღებელი) კუჭის მცირე ბორა;
  • Gastrophilus nigricornis (ლათ. niger შავი + cornu რქა) – კუჭის შავულაშა ბორა.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები