გაფრინდაშვილი პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა გაფრინდაშვილი

პაატა გაფრინდაშვილი – Paata Gaprindashvili), ქართველი დიპლომატი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

დაიბადა 2 ივლისი, 1972 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1989-1994 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
2000 – გავლილი აქვს გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის უფროსი აღმასრულებლის კურსი;
2001 – გავლილი აქვს ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების სამეფო კოლეჯის კურსი.

სამუშაო გამოცდილება:
1994-1996 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მესამე მდივანი, შემდგომში სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის პირველი მდივანი;
1996-1999 – საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი;
1999-2001 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
2002-2003 – საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული რუმინეთში;
2003-2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში;
2004 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
2005 – ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;
2005-2009 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში;
2013-2016 – მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორის მოადგილე და მედია პროექტ ფაქტ-მეტრის მთავარი რედაქტორი;
2016 – მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

დოპლომატიური რანგი:
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ჯილდოები:
2013 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები