გაღიზიანებული (მსხვილი) ნაწლავის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაღიზიანებული (მსხვილი) ნაწლავის სინდრომი - (irritable bowel syndrome), მომატებული გაღიზიანება, შეცვლილი მოტორიკა და კუჭ-ნაწლავის სეკრეცია. ხშირად სხვა სიმპტომებიც აღინიშნება: გულისრევა და ღებინება, ანორექსია, მეტეორიზმი, მჟავიანობის მომატება, დიარეა ან შეკრულობა, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადების გარეშე აღინიშნება.

სინდრომი ძირითადად მღელვარე პიროვნებებში გვხვდება, განსაკუთრებით სტრესული მდგომარეობის ან დაძაბულობის შემდეგ. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს ახასიათებს აბდომინალური ტკივილი და დისკომფორტი, რასაც თან ახლავს ან არ ახლავს ნაწლავის ჩვეული ფუნქციონირების შეცვლა და ეს ყოველივე გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს ყოველგვარი გამოვლენილი დაავადების გარეშე. გამოიყენება ე.წ. რომის კრიტერიუმები, რომლებიც სადიაგნოსტიკო ოპერაციული კრიტერიუმებია (Thompson et al., 1999).

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გვხვდება ზოგადი პოპულაციის ათ პროცენტთან (Wilson et al., 2004). ამათგან უმრავლესობა რჩევისთვის ექიმს არ მიმართავს.

ეტიოლოგია

სინდრომის მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა, ამ დროს, როგორც ჩანს, დარღვეულია ნაწლავის ფუნქცია და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები. ამ სინდრომის მქონე მრავალ ადამიანს, რომლებიც გასტროენტეროლოგიურ კლინიკას აკითხავენ, ძირითადად დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა ახასიათებს. ისინი შეადგენენ პაციენტთა იმ ჯგუფს, რომელიც, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ ექვემდებარება.

მკურნალობა

მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, ჩვეულებრივ, რეაგირებენ სგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციასა და დამამშვიდებელ საუბარზე სერიოზული პათოლოგიის არარსებობის შესახებ, ისევე როგორც დიეტაში ცვლილებების შეტანასა და მედიკამენტებზე, რომლებიც იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის ინჰიბიციას. უფრო მძიმე და ქრონიკულ სიმპტომებს დამატებითი მკურნალობა ესაჭიროება. ეფექტურია როგორც კოგნიტურ-ბიჰევიორული, ისე დინამიკური ფსიქოთერაპიის გამოყენება, ისევე, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობა (Raine et al., 2002)..



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები