გაჩეჩილაძე გივი (მთარგმნელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაჩეჩილაძე გივი – (1914 – 1974), დაიბადა თბილისში. 1936 წ დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მთარგმნელობითი მოღვაწეობა სტუდენტობისას დაიწყო და გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შექსპირის, ბაირონის, შელის ,ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა თარგმანებით. მისი რედაქტორობით გამოიცა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- ჯორჯ გორდონ ბაირონი
- მშვიდობით
- თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ
- მშვიდობით! თუკი მხურვალე ლოცვა,
- ლოცვა სხვათათვის, მიაღწევს ღრუბლებს,
- არ დააბრკოლებს ცის გარემოცვა
- და ჩემი ლოცვაც ცას დაიუფლებს.
- ამაო არის ცრემლები, ოხვრა
- და სულს, დაბინდულს უამინდობით,
- მეტს ეტყვის, ვიდრე ტირილით მოღლა
- ეს ორი სიტყვა – იყავ მშვიდობით!
- სდუმან ბაგენი, თვალნი მშრალობენ,
- ტკივილნი მძიმე და შემზარავი
- სულში მწუხარედ იდუმალობენ –
- მათ დაამშვიდებს აწ ვეღარავინ.
- მათრთოლებს ისევ ჯანყი ფარული
- გულში გრძნობათა ჩუმი რიდობით.
- ამა იყო ის სიყვარულიც –
- იყავ მშვიდობით, იყავ მშვიდობით!