გაჩეჩილაძე პოლიევქტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიევქტ გაჩეჩილაძე

პოლიევქტ გაჩეჩილაძე – (დ. 26 ივნისი. 1914, სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის რაიონი, – გ. 2 აპრილი, 1979, თბილისი), ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1953). 1939 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი, 1947 – ასპირანტურა.

1947-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ჯერ უმცროს, ხოლო 1958-იდან უფროს მეცნიერ თანამშრომლად. იკვლევდა ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკას და ლექსიკოლოგიის საკითხებს; ძირითადად მუშაობდა ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის სფეროში; მისი მონაწილეობით მომზადდა „ქართული ენის ინვერსიული ლექსიკონი“, თბ., 1967; „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია (ფუძე-ფორმათა ინდექსი)“ თბ., 1973.

გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 8-ტომეულის შედგენაში (1950-64). იყო VII ტომის თანარედაქტორი, რისთვისაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).

გაჩეჩილაძე წლების განმავლობაში საველე მუშაობის პირობებში სწავლობდა ქართული დიალექტების ლექსიკას, ქართლურისა და იმერულის ლექსიკურ მასალებს აქვეყნებდა სამეცნიერო გამოცემებში. 1976 კი მისი ავტორობით გამოიცა „იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა“, რომელშიც 4000-ზე მეტი სიტყვა არის განმარტებული და ილუსტრირებული.

ა. არაბული


თხზულებები

  • ქართული ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის ისტორიისათვის. – „იკე“. XL. თბ., 1959;
  • კვლავ -მცა ნაწილაკისათვის.– იქვე. XII, თბ., 1960;
  • უვის ზმნის ეტიმოლოგიისათვის. – იქვე. XIX. თბ. 1973;
  • იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა. თბ. I976.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები