ვალუტის კურსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გაცვლითი კურსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალუტის კურსი, (გაცვლითი კურსი) - (currency exchange rate), ეროვნული ვალუტის ერთეულის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გაიცვალოს უცხოური ვალუტის ერთ ან რამდენიმე ერთეულზე და, პირიქით, ერთი ფულადი ერთეულის ფასი, რომელიც გამოსახულია მეორე ერთეულით. საბაზრო ეკონომიკაში განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ზემოქმედებით და გამოხატავს ეკონომიკის მდგომარეობას (მათ შორის, ფასების დონესაც).

არსებობს ალტერნატიული შეხედულება ვალუტის კურსზე, რომელიც გამომდინარეობს მონეტარული თეორიისაგან. იგი ვალუტის კურსს განიხილავს როგორც არა ფასს, რომელიც ათანაბრებს ვალუტაზე მოთხოვნისა და მიწოზდების ნაკადებს, არამედ როგორც ორი ვალუტის შეფარდებით ფასს, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ფულადი ერთეულის ღირებულებაზე, გავლენას მოახდენს მის გაცვლით კურსზე. როდესაც ვალუტის ბაზარზე არ ხორციელდება სამთავრობო ინტერვენციები, კურსი თავისუფლად ცურავს, მაღლდება ან ეცემა, მოცემულ ვალუტაზე აწონასწორებს მოთხოვნა-მიწოდებას. ინტერვენციები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის - დაწყებული სავალუტო კონტროლით, დამთავრებული ისეთი საქმიანობით, რომელიც უშუალოდ არ შედის საბაზრო ოპერაციებში, მაგრამ მიზნად ისახავს ვალუტის კურსის სტაბილიზაციას. ბრეტონ-ვუდსის სისტემის შესაბამისად XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან 70-იანი წლების დასაწყისამდე ვალუტის კურსებს სტაბილური შეთანხმებული პარიტეტები ჰქონდა, თუმცა, შესაძლებელი იყო მათი ცვლილება რევალვაციისა და დევალვაციის მეშვეობით. ცენტრალური ბანკი ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გზით მასტაბილიზებელ ზემოქმედებას ახდენდა მის კურსზე რყევის პირობებში. 1971 წელს ასეთ მარეგულირებელ სისტემაში უარის თქმის შემდეგ ვალუტის კურსები გახდა მოქნილი რეგულირების ობიექტი, რომლის დროსაც ცენტრალური ბანკების ჩარევა უფრო აქტიურია არასასურველი რყევების დასაძლევად. ვალუტის კურსების მოქნილი რეგულირების სისტემას ზოგჯერ „ბინძურ“ ცურვასაც კი უწოდებენ, ვინაიდან საკუთარ ვალუტის კურსზე სახელმწიფოს ზემოქმედება ხშირად ნაკარნახევია ანგარებიანი მოტივებით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები