გეი-ლუსაკი ჟოზეფ ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი

ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი – (ფრანგ. Joseph Louis Gay-Lussac, 1778-1850 წ.), ფრანგი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

ამ მეცნიერს დიდება ადრე ხვდა წილად. იყო ქიმიის პროფესორად პოლიტექნიკურ სკოლაში და ფიზიკის პროფესორად სორბონაში, იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ბევრი გამომცემლობის რედაქტორი. მეცნიერების ისტორიაში შევიდა, უპირველესად, როგორც ცნობილი ქიმიკოსი. შეადგინა პროექტი და განახორციელა გოგირდმჟავას ლაბორატორიული მიღება.

მაგრამ ქიმიურ გამოკვლევებთან ერთად ბევრ დროს უთმობდა ფიზიკას. მან თავისი დროისათვის დიდი გასაოცარი საქმე ჩაიდინა – პირველი გაფრინდა საჰაერო ბურთით, მიაღწია 4000 მეტრის სიმაღლემდე. ფრენის დროს ჩაატარა ბევრი საინტერესო ფიზიკური დაკვირვება.

დღესაც მის სახელს ატარებს მის მიერ აღმოჩენილი და გამოკვლეული გაზის კანონი. გაზების ფიზიკურ გარდაქმნებზე გამოკვლევების ჩატარებისას მეცნიერი დაინტერესდა ქიმიური რეაქციების ზეგავლენით გაზების მოცულობით თანაფარდობებზე.

გეი-ლუსაკს არასოდეს თავგზას არ უბნევდა რაიმე მარცხი და სიძნელეები, პირიქით – უფრო დიდ ძალას მატებდა ახალი მეთოდების შემუშავებასა და ხელსაწყოების კონსტრუირებაში.

გაზის მოცულობის გასაზომი აპარატი, სპეციალური თერმომეტრები და მანომეტრები – ეს მხოლოდ ზოგიერთი ხელსაწყოებია, რომლებმაც საშუალება მისცეს მას დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.

მეცნიერი გარდაიცვალა გაზების აფეთქების დროს მიღებული ტრავმისაგან.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები