გელაშვილი ანტონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტონ გელაშვილი – (1923-1977), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970) პროფესორი (1972), დაიბადა თბილისში. 1949 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1941-1946 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, 1950 წელს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს. 1950-1953 წლებში ამავე უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის ასპირანტია.
ა. გელაშვილის მეცნიერული კვლევის ინტერესებს წარმოადგენდა ლოგიკის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიისა და განსაკუთრებით ათეიზმის პრობლემები.
თხზულებები
- „ღმერთის ცნების საკითხისათვის“ (თბილისი, 1966);
- „რელიგიის გნოსეოლოგიური ფესვები“ (თბილისი, 1967);
- „ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება და მისი უსაფუძვლობა" (თბილისი, 1968);
- „თანამედროვე რელიგია და ღმერთის არსებობის დასაბუთების საკითხები“ (თბილისი, 1970);
- „სამყარო, ღმერთი და ადამიანი“ (თბილისი, 1972);
- „ათეიზმის თეორიის საკითხები“ (თბილისი. 1975).