გელოვანი ქაიხოსრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელოვანი ქაიხოსრო – (XIX ს. მე-2 ნახ. – XX ს. დასაწყ.), პოეტი, საზოგადო მოღვაწე. რაჭიდან და ლეჩხუმიდან კორესპონდენციებს ბეჭდავდა 80-იან წლებში „შრომაში”, „დროებაში” და შემდეგ „კვალში”. 1896 წელს დაბეჭდა ლექსების კრებული, ამოკრეფილნი ჟურნალებიდან – „თეატრი” და „მწყემსი”. ახლო ურთიერთობაში იყო აკაკი წერეთელთან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ რაჭა-ლეჩხუმში 1912 წლის ზაფხულში დიდი პოეტის ისტორიული მოგზაურობის დროს იგი აკაკის მხლებელთა შორის ყოფილა, სოფელ ჭრებალოში კი ლექსით მიმართა დიდ მგოსანს.


* * *
გლეხს რომ ჰკითხოთ, ისიც გეტყვით:
პოეტია აკაკიო,
მასზედ უკეთ ვერვინ შეთხზა
ზღაპრები, ვერც არაკიო.
რასაც წერს, ჩვენც კი გვესმის,
ხან ვსტირით, ხან გვაცინებსო,
საქებს შესაფერად გვიქებს,
საძრახავს კი გვიწუნებსო.
სიმართლეს არა ჰღალატობს,
შავს თეთრად არ გვაჩვენებსო,
რა გინდ ბედმა უღალატოს,
მაინც მტრებს არ ახარებსო.
მისი ლექსი ხან თაფლია,
ხან კი მწარე სამსალაო,
ორივესთვის უხვად მოსდევს
მას საჭირო მასალაო.
ვერ შეარყევს იმის რწმენას
ვერც წყრომა, ვერც ალერსიო,
თავის ფარ-ხმალ-იარაღად
გაუხდია მას ლექსიო.
ქართველების დიდებაა,
მათი ენის სიმდიდრეო,
სიმართლისა მეგობარი
და სიმუხთლის მეშურნეო.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები