როჟდესტვენსკი გენადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გენადი როჟდესტვენსკი-დან)
გენადი როჟდესტვენსკი − (4 მაისი 1931 – მოსკოვი), რუსი დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი. 1954 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია დირიჟორობისა (ნ. ანოსოვის კლასი) და ფორტეპიანოს (ლ. ობორინის კლასი) განხრით. 1951-60 იყო დიდი თეატრის დირიჟორი, 1965-70 მთავარი დირიჟორი. 1961-74 – საკავშირო რადიოსა და ტელევიზიის დიდი სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1974-77 სტოკჰოლმის ფილარმონიისა და მოსკოვის მუსიკალურ კამერული თეატრის მთავარი დირიჟორი. 1978-1981 ბი-ბი-სის (ლონდონი) ორკესტრის დირიჟორი, უცხოეთის სხვადასხვა მუსიკალური აკადემიის საპატიო აკადემიკოსი. მინიჭებული აქვს ლენინური პრემია.