გენერალბასი - (გერმ. Generalbaβ საერთო, მთავარი ბანი. იტალ. basso continuo ციფრირებული ბანი, უწყვეტი ბანი. მუსიკალური ნაწარმოების ქვედა ხმა და მისი თანმხლები ჰარმონია, რომელიც თითოეული ბგერის ქვეშ მიწერილი ციფრებით აღინიშნება. წარმოიშვა იტალიაში XVI ს-ის დასასრულს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი