გენოციდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გენოციდი - (ბერძნული genos – გვარი, მოდგმა, ტომი და ლათინური caedo - ვკლავ), ქმედებები, რომლებიც ჩადენილია მთლიანად ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურების განზრახვით.
გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი უკავშირდება რეაქციულ თეორიებს, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე.წ. „უმაღლესი” რასის ბატონობას „დაბალ” რასაზე და სხვა. გენოციდი შეიძლება განხორციელდეს როგორც მშვიდობიან, ასევე ომიანობის პერიოდში.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
- კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი;