გეოდეზიური დაკვალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოდეზიური დაკვალვასამშენებლო მოედნის დაყოფა კვადრატებად ან მართკუთხედებად. ხორციელდება სამშენებლო მოედნის გეოდეზიური გეგმის მიხედვით და დგება იმავე მასშტაბში, რომელშიც სამშენებლო გენერალური გეგმაა შესრულებული. დაკვალვის გეგმაში მოცემულია მიბმის სახელმწიფო ქსელი და კონკრეტულად განსახილველი ობიექტის მიბმა არსებულ შენობასთან ან ნაგებობასთან. გეოდეზიური გეგმის შესაბამისად, განისაზღვრება ნაგებობის მდებარეობა ადგილზე და ხდება ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიბმა. გეოდეზიური დაკვალვა სამშენებლო ობიექტის მდებარეობის განსაზღვრისათვის კეთდება სამშენებლო ბადე და წითელი ხაზები (ან გაშენების სარეგულირებელი სხვა ხაზები). ბადის ძირითადი ფიგურის გვერდის ზომა შეიძლება იყოს 20-200 მ. სამშენებლო ბადის გაფორმებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი პირობები: 1) ძირითადი შენობები და ნაგებობები მოქცეული უნდა იყოს ბადის შიგნით; 2) ბადის ხაზები უნდა გადიოდეს ასაშენებელი ობიექტის ძირითადი ღერძების პარალელურად და რაც შეიძლება მათთან ახლოს; 3) დაძლეული უნდა იქნეს ყველა წინააღმდეგობა, რომელიც ხელის შემშლელია ხაზოვანი გაზომვებისათვის.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები