გეოდეზიური მიბმა
გეოდეზიური მიბმა – ტერიტორიაზე დამაგრებული წერტილების, შენობა-ნაგებობების და მათი ელემენტების მდებარეობის განსაზღვრა მიღებულ კოორდინატთა სისტემაში. მშენებლობის დაწყებისათვის (მიწის და სხვა სამშენებლო სამუშაოები) აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის დაკვალვა, რომელიც ითვალისწინებს:
1) საყრდენი გეოდეზიური ქსელის შექმნას, სამშენებლო მოედნის დაყოფას კვადრატებად წვეროების დამაგრებით (რეპერების მეშვეობით) და ტერიტორიის სამოწმებელ ნიველირებას;
2) შენობებისა და ნაგებობების დაკვალვას ადგილზე, შენობის მიბმას საყრდენ გეოდეზიურ ქსელთან ან არსებულ მეზობელ შენობასთან;
3) შენობის ირგვლივ შემოვლების (ფიცრის დროებითი ზოლი) მოწყობას, ღერძების დამაგრებას. აუცილებელი გეოდეზიური სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება ხელსაწყოები: ნიველირი, თეოდოლიტი, ელექტრული ტახომეტრი, ზენიტ-ხელსაწყო და ლაზერული ამგები.