გეოდეზიური ცენტრირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოდეზიური ცენტრირი – გეოდეზიური ხელსაწყო, წერტილების შვეული დაპროექტებისათვის ერთი ზედაპირიდან მეორეზე. არსებობს მექანიკური და ოპტიკური. გამოიყენება უნიკალური შენობებისა და ნაგაბობების მშენებლობაში, მსხვილგაბარიტიანი მანქანების დასამონტაჟებლად, ნაგებობათა დეფორმაციების შესასწავლად, გეოდეზიური ხელსაწყოების დასაცენტრებლად და სხვ.