გერგეტის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გერგეტის ქუჩა – ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); დანიელ ჭონქაძის ქუჩიდან ამაღლების ქუჩამდე, წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. იყო კონსულის ქუჩის (ახლანდელი პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა) გაგრძელება და თავდაპირველად ერქვა კონსულის შესახვევი; 1908 წელს, რუსი პოეტის ვასილი ჟუკოვსკის დაბადებიდან 125 წლის გამო ეწოდა მისი სახელი. 1923 წელს ვაჟა-ფშაველას სახელი დაერქვა. 1948 წელს გერგეტის ქუჩა ეწოდა.