გესლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გესლი
- ქვეწარმავალთა და მისთ. შხამი.
- მომაკვდინებელი წამალი, საწამლავი.
- იგივე ჟანგი.
და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა. (ფსალ.77,46) ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს ოდი - მარცვლის დასრულებამდე პურეულის ნათესის ნაადრევი დაჭკნობა. იწვევს მცხუნვარე მზე, ცხელი ქარი.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი