გვაიაკოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გვაიაკოლი − (ინგლ. Guaiacol < ესპ. guayacán და -ol(eum) ზეთი), უფერო, თავისებური სუნის, ადვილად დნობადი კრისტალი, რომელიც მუქდება ჰაერზე და სინათლეში. კარგად იხსნება ეთანოლში, ეთერში, ქლოროფორმში, ცივი ძმრის მჟავაში, ტუტეებში და ცუდად – წყალში და პეტროლეინის (გაზოლინის) ეთერში. შედის მშრალი ფოთლოვანი და წიწვოვანი მერქნის მშრალი გამოხდის პროდუქტში. გამოიყენება სურნელოვანი ნივთიერებების სინთეზისათვის.