გვანცელაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გვანცელაძე

დავით გვანცელაძე — (დ. 28 მარტი, 1937, ბათუმი, — გ. 1 მაისი, 1984, თბილისი), ქართველი სპორტსმენი, კლასიკური სტილის მოჭიდავე (70 კგ), 1964 წლის ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1963), სსრკ­-ის ხუთგზის ჩემპიონი (1960-62, 64­-66), სსრკ-­ის ხალხთა III სპარტაკიადის (1963) ვერცხლის მედალოსანი, ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირის სამგზის (1962-­64) გამარჯვებული. სსრკ-­ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კლასიკურ ჭიდაობაში (1971­-72). საქართველოს სპორტკომიტეტის ჭიდაობის სამმართველოს უფროსი (1980­-81).

1964 წლის ოლიმპიური თამაშები

70 კგ, 19 მონაწილე
1. ქაზიმ აივაზი (თურქეთი)
2. ვალერიუ ბულარკა (რუმინეთი)
3. დავით გვანცელაძე (სსრკ)
I წრე ­ ქულებით მოუგო ფრანც შმიტს (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); II წრე ­ ქულებით დათმო მომავალ ჩემპიონთან ქაზიმ აივაზთან (თურქეთი); III წრე ­ ქულებით დაამარცხა სტეფან ხორვატი (იუგოსლავია); IV წრეში ისვენებდა; V წრე ­ ქულებით გაიმარჯვა ერო ტაპიოსთან (ფინეთი); VI წრე ­ ქულებით წააგო ვალერიუ ბულარკასთან (რუმინეთი); VII წრე ­ქულებით მოუგო ტოკუაკი ფუძიტას (იაპონია).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები