გვარიშვილი ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა გვარიშვილი

გვარიშვილი ნანა – (1924 – 2000). პოეტი და მთარგმნელი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო პედაგოგიურ სასწავლებელში. 1941 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1947 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი ლექსები დაიბეჭდა 1939 წელს. 1948 წელს გამოსცა ლექსების კრებული. მუშაობდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად. აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი საქმიანობაც, თარგმნილია აქვს თანამედროვე თურქი პოეტების ლექსები.


* * *
აჭარელო დიდო დედავ,
ნისლში მანდილს ვხედავ,
შენ იხსენი ბულბულთ სტვენა –
ტკბილი დედაენა,
სანუკვარი მოი პარე
და აკვანში მალე,
მე შენს ქართულ კაბა-ქათიბს
დედავ, ვეთაყვანე.
იავ-ნანა ჩაგეფინა
ჩვილთა არტახებში,
დარდმა თეთრი ჩაგისირმა
აბრეშუმის თმებში.
შენს დარწეულ აკვნებიდან
მოდის ჩემი ლექსი,
მთების იქით,
ნისლის იქით,
შენი ნანა მესმის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები