გვასალია ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაშა გვასალია

გვასალია ლაშა – (1973), მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ პირველ გურიფულში (ხობი). 1989 წელს დაამთავრა ხობის #1 საშუალო სკოლა, 1995 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოცემული აქვს 8 პოეტური და პროზაული კრებული.


ჩემი სოფელი
ჯორკოზე იჯდა ბაბუაჩემი
და გაჰყურებდა შორეთს მდუმარი,
ცაზე ღრუბლების ცურავდა გემი -
მიუწვდომელი ლურჯი სტუმარი...
სევდიანობდა ეზო და კარი,
ძაღლსაც თათებში თავი ჩაერგო,
ეზინთებოდა ქვა-ღობეს ხარი,
მე კი პატარას ვეღარ გამეგო -
რა სატკივილო მოგვენთო ასე,
ბებო უსიტყვოდ მჭადის ფქვილს ცრიდა,
და ირგვლივეთი ღიმილით სავსე
ჩამოღრუბლდა და მეჩვენა ციდად!..
შევიტყვე მერე, ძილისწინ მგონი,
მეზობელს თურმე მოუკვდა ბიძა,
და მდუმარებდა ესე სოფელი -
წეს-ჩვეულების მორდუ და ძიძა!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები