გველანების გვარი
გველანების გვარი – Gobitis linne 1858
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ხლაკუნასებრნი
გვარი: გველანა
თევზების გვრი ხლაკუნასებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შებრტყელებული და ძლიერ წვრილი ქერცლითაა დაფარული. თავი გვერდებიდან შებრტყელებული და შიშველია. სულ ექვსი ულვაში აქვს; აქედან ოთხი დინგის ბოლოშია მოთავსებული, ხოლო ორი ულვაში კი პირის კუთხეებში. თვალის ქვეშ წინა შუბლზე მოძრავი ორად გაყოფილი, ზოგჯერ ერთიანი ქიცვი აქვს. ეს უკანასკნელი ზოგჯერ კანქვეშაა დამალული. ზურგის ფარფლი მოკლეა. მისი დასაწყისი მუცლის ფარფლების ფუძის ვერტიკალის პირდაპირ ან ოდნავ წინაა მოთავსებული. კუდის ფარფლი მოკვეთილი ან მომრგვალებულია, საცურავი ბუშტი ძვლოვან კაფსულაშია მოთავსებული და მისი თავისუფალი ნაწილი ძლივსღა ჩანს. თვალები კანითაა დაფარული; თვალის მახლობლად თავისუფალი ქუთუთოსნაირი ნაოჭი არა აქვს. გვერდითი ხაზის ორგანო მკაფიოდ არაა გამოსახული. კენტი შუა ყნოსვის ძვალი და შუბლის წინა ძვალი მოძრავია. რამდენიმე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, მაროკოში და აზიაში. საქართველოს ფარგლებში მოიპოეება ორი სახეობა.