გველეშაპი გაქვავებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გველეშაპი გაქვავებული – ყაზბეგიდან თერგის დინების მიმართულებით რომ გავიხედავთ, ერთ უზარმაზარ მთას დავინახავთ, რომელიც გაწოლილ უზარმაზარ გველეშაპს მოგვაგონებს. ხალხის თქმულებით ეს მთა გაქვავებული გველეშაპია.
ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ წმ. გიორგი გველეშაპს შეეყარა და, სად მიდიხარო, ჰკითხა. – ამირანია მიჯაჭვული გამოქვაბულში და მის შესაჭმელად მივდივარო, – მიუგო გველეშაპმა. – ამირანი შენს შესაჭმელად კი არ მიგვიჯაჭვავს, ცოდვის მოსანანიებლად მივაჯაჭვეთო, და შერისხა და მიაძახა, „ქვად იქეცო“ და ისიც მყისვე ქვად იქცა.