გველთევზების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველთევზების ოჯახი – Anguillidae


ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: გველთევზასნაირნი
ოჯახი: გველთევზასებრნი

თევზების ოჯახი გველთევზასნაირთა რიგისა. სხეული გველისებურად წაგრძელებულია და დაფარულია ძლიერ წვრილი, კანში ჩაფლული ქერცლით. ზურგისა და ანალური ფარფლები გრძელია და ჩანასახოვან კუდის ფარფლს ერთვის. მკერდის ფარფლები აქვთ, მუცლის კი − არა. გვერდითი ხაზი კარგადაა განვითარებული. ანალური ხვრელი თავიდან დიდი მანძილითაა დაშორებული. წინაპირიანი თევზია. ლაყუჩთა ხვრელები გვერდებზე ვერტიკალური მდებარეობისაა და ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამოიყოფა. ყბები არც ისე გრძელია. კბილები პატარა სავარცხლისნაირია ან ჯაგრისებური, რომლებიც რამდენიმე რიგად არის განლაგებული ყბებზე და სახნისის ძვალზე. ხახის ძვლებზე ძლიერ წვრილი კბილები აქვთ. ზედა ხახის კბილები მსხვილი ოვალური ფორმის სახითაა განლაგებული. ენა აქვს. ტუჩები მსხვილია. შუბლის ძელები წყვილია და ერთმანეთთან შეზრდილი არ არის. ფრთისებური სასის ძვალი კარგადაა განვითარებული. მკერდის ფარფლების სარტყელში 7–9 რადიალური სხივი აქვს (ახალგაზრდებს 11- მდე), კუდის მალები განივ წამონაზარდებს მოკლებულია.

შეიცავს ერთ გვარს Anguilla Shaw ათამდე სახეობით. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გვხვდება მხოლოდ ერთი სახე −გველთევზა (ან- გალი).


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები