გველის სურო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გველის სურო

გველის სურო – (Vinca herbacea Waldst. & Kit.); ოჯახი: ქენდირისებრნი (Apocynaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყლორტები გართხმულია ან წამოწეული, ნაყოფიანიც არის და უნაყოფოც, შიშველი, ქვედა ფოთლები კვერცხისებურია ან მომრგვალო, ზედა ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, კიდეებზე ხაოიანი. ყვავილები მარტოულია, იღლიური, დიდი ზომის, შეფერილობით ლურჯი იისფერია ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ფერდობებზე, ველებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები