გვერდწითელი თამარ
თამარ გვერდწითელი − (18 იანვარი 1962, თბილისი), საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი. საქართველოს დამსახურეული არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (2004). სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის „სოჭი-81“, შლაგერ ფესტივალი (დრეზდენი-82) და „ოქროს ორფევსი-88“ (ბულგარეთი-1988)] ლაურეატი.
1984 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება (ნ. გაჩეჩილაძის კლასი) და 1990 საკომპოზიციო (პროფ. ა. შავერზაშვილის კლასი). 1971-79 იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლესთან არსებულ ვოკალურ საკრავიერი ანსამბლის „მზიურის“ სოლისტი. 1984-95 საქტელერადიოს საესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი. წარმატებით ასრულებს როგორც საკუთარ ისე ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერებს. 1995 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. გვერდწითელი თავის ანსამბლ „მუსიკასთან“ ერთად კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პერიოდულად გამოდის თბილისში. მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე (2013).