გიაუროვი ნიკოლაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლაი გიაუროვი -(13. IX. 1929, ველინგრადი 2. VI 2004, მოდენა, იტალია), ბულგარელი მომღერალი (ბანი) ბულგარეთის სრ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა სოფიის კონსერვატორიაში.
1955 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1955-იდან იყო სოფიის ოპერის სოლისტი. 1955-57 მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟიორი, ხოლო 1957-58 მისი სოლისტი. 1960-იდან გიაუროვი „ლა სკალას“ (მილანი) თეატრის სოლისტი. პარტიები: დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), პიმენი და ვარლაამი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), დალანდი (ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“), ფილიპი (ვერდის „დონ კარლოსი“). გასტროლებს მართავდა უცხოეთის ქვეყნებში.