გიგიაძე გიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიგი გიგიაძე

გიგი გიგიაძე – (Gigi Gigiadze), ქართველი დიპლომატი, 2016-2021 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში – აკრედიტებული ისლანდიის რესპუბლიკაში.

დაიბადა 11 აპრილი, 1978 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1999 – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
2001 – დაამთავრა მაგისტრატურა იგივე სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
2000-დან – მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
2000 – საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე;
2000-2001 – პირველი ევროპული დეპარტამენტის III მდივანი;
2001-2003 – პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი;
2003-2006 – საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2006-2007 – საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2007-2008 – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი;
2008-2009 – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის I ევროპული სამმართველოს უფროსი;
2009-2010 – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2010-2012 – ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი;
2012-2014 – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2013-2014 – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული;
2014-2016 – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი.

ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები