გიგინეიშვილი დავარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავარ გიგინეიშვილი – (1928-1995), ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში. ჯურუყვეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).

იყო საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი. სამოცი წელი ემსახურა ავტონომიურ რესპუბლიკაში ბავშვთა კითხვის საქმეს (იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორი).

ავტორია პოეტური კრებულებისა: „დედის დარიგება“ (1974), „გხაჯვარედინზე“ (1978), „ქარვის ჭალაში“ (1985), „ჰერმესის ლირა“ (1989), „გარდასახვა“ (2018).


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები