გივიაშვილი ირაკლი
ირაკლი გივიაშვილი − (Irakli Giviashvili), ქართველი დიპლომატი, 2017 წლიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
დაიბადა 21 დეკემბერი, 1975 წელი, ქ. გორი, საქართველო.
განათლება:
1993-1998 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა საერთაშორისო სამართალი, იურისტის კვალიფიკაცია;
2000-2001 − ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, სამართლის მაგისტრის ხარისხი;
2003-2011 − ნოტინგემ ტრენტ უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ნოტინგემის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამა, სამართლის დოქტორის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
1999 − საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი;
1999-2002 − საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშე/III მდივანი;
2002-2004 − საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი;
2006-2007 − საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მინისტრის სამდივნოს სამმართველოს უფროსი;
2007-2010 − საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;
2011-2014 − საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
2014-2017 − საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.