მუნჯიშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გივი მუნჯიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი მუნჯიშვილი – (30.IX. 1937, თელავი)৳, გუნდის დირიჟორი, პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებილი მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1985), საპატიო ნიშნის ორდენი (1982), ღირსების ორდენი (1998).

1962 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით (პედ. ვ. ფალიაშვილი), 1970 მოსკოვის კონსერვატორიის საორკესტრო სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტი (პედ. ო. დიმიტრიადი). 1963-2014 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო- სადირიჟორო კათედრის პედაგოგი (1983 პროფესორი). 1970-74 თბილისის ოპერის თეატრის მთავარი ქორმაისტერი. 2000 დააარსა „ახალგაზრდული კამერული გუნდი“. 1975-2010 საქართველოს სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 2010-იდან კონსულტანტი. მისი მოსვლით შეიცვალა გუნდის მუშაობის სტილი, რეპერტუარი და შესრულების ხარისხი. 9 თვეში გამართა პირველი კონცერტი, რეპერტუარი მოიცავდა ქართველ, რუს და ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. კონცერტის კულმინაცია იყო ი. კეჭაყმაძის ახალი ციკლი „ძველი თბილისის სიმღერები“. მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით კაპელა ჩამოყალიბდა კარგ ორგანიზებულ საგუნდო კოლექტივად. მას დიდი დამსახურება მიუძღვის საგუნდო მუსიკის განვითარებაში, აღზარდა მრავალი თაობა. გამოცემული აქვს ქართული საგუნდო მუსიკის 3 ფირფიტა და 3 კომპაქტდისკი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები