კეჭაყმაძე იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

იოსებ (სოსო) კეჭაყმაძე − (27 მარტი 1939, ოზურგეთი,– 24 მარტი 2013, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981), შოთა რუსთაველის სახელობის (1995), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1976) და საქართველოს სახელმწიფო (2004) პრემიების ლაურეატი.

1968 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით (ხელმძღვანელი ი. ტუსკია და დ. თორაძე). 1962-66 მუშაობდა კონცერტმაისტერად საგუნდო დირიჟორობის კათედრაზე. 1968-იდან თბილისის კონსერვატორის პედაგოგია (1985-იდან პროფესორი), 1980-იდან – საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე, 1972-იდან საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალური დაწესებულებების სამმართველოს უფროსი. ძირითადად მუშაობს საგუნდო (აკაპელა) ჟანრში.

ძირითადი ნაწარმოებები:
„ფშაური იდილიები“ – საგუნდო ციკლი (ა. კალანდაძის ლექსებზე, 1972),
ციკლი ი. ბაიაშვილის, გ. ტაბიძის, ტ. გრანელის ლექსებზე,
საგუნდო ციკლი ქართული ხალხური პოეზიიდან, „ძველი თბილისის სიმღერები“ – 5 პარაფრაზი (იეთიმ გურჯის, სკანდარნოვას და ხალხურ ლექსებზე, 1976), „დავითიანიდან“ (საგუნდო ციკლი დ. გურამიშვილის ლექსებზე, 1982),
20 საგუნდო ნაწარმოები ი. ჭავჭავაძის ლექსებზე (1986),
საეკლესიო გუნდები და საგალობლები (50-მდე), დაწერილი სიონის საკათედრო ტაძრისათვის (1978-94, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1995).

დრამატული სპექტაკლები
(„ოიდიპოს მეფე“, 1978; „შუშანიკის წამება“, 1979; „ლამარა“ 1997, რომლისთვისაც ბათუმის დრამ. თეატრში მიენიჭა პრემია დრამატული სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისათვის) და
კინომუსიკისა (მიუზიკლი „არსენას ლექსი“, 1985, პრემია „წლის საუკეთესო კინომუსიკისათვის“ 1986).

კეჭაყმაძემ ზ. ფალიაშვილის მუსიკა (ოპერა „დაისი“) დაამუშავა ჰიმნად, რომელმაც გაიმარჯვა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე 1998 წელს. სახელმწიფო ჰიმნად დამტკიცდა 2004 წელს. კეჭაყმაძე თანამედროვე ქართული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.

გ. ტორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები