გილბოას ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გილბოას ბრძოლა, ჟან ფუკე

გილბოას ბრძოლა (დაახლ. ძვ.წ. X სს) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელის მეფე საულს შორის. გილბოას მთაზე, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 500 მეტრს აღწევს ისრაელის სამი ტომის, ისახარის, ზაბულონის და მენაშეს საზღვრები გადიოდა.

ბიბლია გილბოას ბრძოლის შესახებ ასეთ ცნობას გვაძლევს: „გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს; გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი. მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი – საულის შვილები. გაუძნელდა ბრძოლა საულს; ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს იგი მშეილდოსნებმა. უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ, ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო“ (I მეფეთა, XXXI, 1-4). ამ აბზაციდან ჩანს, რომ ბრძოლა ებრაელებისთვის თავიდანვე ცუდად დაიწყო. მალე ისინი იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ, თუმცა სიკვდილს თითქმის ვერავინ გადაურჩა ისრაელისთვის ეს კატასტროფა იყო. ბრძოლაში დაიღუპა როგორც მეფე და ჯარი, ასევე ტახტის მემკვიდრეებიც. საულის მარცხი შეიძლება გამოეწვია ფილისტიმელებთან შედარებით მისი ჯარის გამოუცდელობას და შეუიარაღებლობახ (ფილისტიმელებს ბევრად უკეთ აღჭურვილი არმია ჰყავდათ), ან თავად მთავარსარდლის არასწორ მოქმედებას ბრძოლის ველზე.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები