გიორგაძე ილია
ილია გიორგაძე − (Ilia Giorgadze), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, 2018 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში.
დაიბადა 8 ნოემბერი, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1990-1991 − Shady Side აკადემია, პიტსბურგი, აშშ;
1991-1996 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობა;
1998-1999 − ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა LSE, ლონდონის უნივერსიტეტი, მიიღო საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი;
2005 − ლიდერთა კურსი, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრი, გერმანია;
2017 − მიენიჭა Aurel Vlaicu-ს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი, რუმინეთი.
სამუშაო გამოცდილება:
1997-1998 − საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა დაკანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი;
2000-2001 − უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე;
2001-2004 − ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი − სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის დირექტორი;
2004 − თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი;
2004-2005 − საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2000-2005 − თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, უფროსი
მასწავლებელი;
2005-2006 − საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2006-2009 − ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩეველი;
2009- 2012 − ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისოორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
ფლობს: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.