გიორგიწმინდა (ახალციხის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგიწმინდა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ფერსას თემში, ზღვის დონიდან 940-1050 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალციხიდან 12 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. სოფელში დგას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია წმინდა გიორგისთან. სოფლის სიახლოვეს, 3 კმ მანძილზე, მისგან ჩრდილო-დასავლეთით ახალციხის აქატის საბადოებია.