გიორგი გაბაშვილის მოედანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი გაბაშვილის მოედანი – მოედანი საბურთალოსა და ვაკის რაიონებში (დელისი). ვაჟა-ფშაველას გამზირსა და მიხეილ თამარაშვილის გამზირს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. 1962 წელს გიორგი გაბაშვილის სახელი ეწოდა. მოედანზე გამოდის სადგური „დელისი“, მოწყობილია მიწისქვეშა გადასასვლელი.