გეხტმანი გიორგი
გეხტმანი გიორგი ნიკოლოზის ძე – (დ. - 1870, ქ. ქუთაისი - გ. - 1956, ქ. თბილისი) - ეკონომ-გეოგრაფი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
1895 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. იყო ჟურ. „ნაკადულისა“ და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.1918-1919 წლებში (1906 წლდან) იყო თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორი. 1920 წლის პირველი დეკემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა სამეურნეო ეკონომიის ლექტორდ.1923-1956 წლეში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი (1923), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1940).
გიორგი გეხტმანის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. 1923-1930 წლებში იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და განხორციელდა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მისი მეცადინეობით, ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. 1923-1956 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის გამგე. საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი.
1925 გამოსცა ნაშრომები „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“ და „საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია“,
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- რ. კვერენჩხილაძე, გიორგი გეხტმანი, თბ., 1969;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი