გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. ტოვსტონოგოვის ქუჩა

გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა – ქუჩა თბილისში. ძველი თბილისის რაიონი; დავით აღმაშენებლის გამზირიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე.

წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. მანამდე აქ იყო გერმანელი მოახალშენეების ბაღები.

ქუჩას იმთავითვე დაერქვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ასულის ტატიანას (1897-1918) სახელი. ამ სახელითაა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში.

1923 წლიდან – 25 თებერვლის, შემდეგ 26 მაისის ქუჩა ერქვა. 1992 წლიდან გ. ტოვსტონოგოვის სახელი ეწოდა.




წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები