გიორგი ხუცესმონაზონი (კალიგრაფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ხუცესმონაზონი XII ს. დასასრული და XIII ს. დასაწყისი კალიგრაფი მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში. გადაწერა შიომღვიმის ოთხთავი (სხეც, H-1344), და ტიბიკონი (სხეც H-1349). ორივე წიგნი დაწერილია ნუსხურით, ლამაზი, გაწაფული ხელით. ოთხთავში ოთხი მახარებლის ოსტატურად შესრულებული სურათია ჩართული (ყავისფერსა და მომწვანო-ოქროსფერ ფონზე მხატვარს გამოყენებული აქვს კაშკაშა წითელი ფერი). განვითარებული სახის კამარები (სვეტისთავებით, ანტაბლემენტში ჩართული თაღებით, ჩიტებით, ყვავილებით, ჭაღებით და სხვ.) დახვეწილი და ფერადოვანია, უმთავრესია ლურჯი და ოქროსფერი, აქა-იქ სოსანიც.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები