გიორგი ჯვარელი
გიორგი ჯვარელი – (XI ს.), ქართველი საეკლესიო მოღვაწე. იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მეორე წინამძღვარი. წინამძღვრად თავად ჯვრის მონასტრის მაშენებელმა პროხორემ დაადგინა, რაც ცნობილია პროხორეს სვინაქსარული ცხოვრებიდან: „ვითარ სრულყო ესე ყოველი შეწევნითა ღმრთისაჲთა, მერმე მოუძლურდა გუამი მისი ფრიადი საშრომისა და სიბერისაგან. მაშინ გამოარჩია მოწაფეთა მისთაგანი ძმა ერთი, სახელით გიორგი, და დაადგინა იგი მამასახლისად და ამცნო, რაითა ყოვლითა მოსწრაფებითა ზრუნვიდეს იგი ცხორებისათჳს მას შინა მყოფთა ძმათაჲსა“.
გიორგი ჯვარელი მოხსენიებულია სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველთა ეკლესიის სულთა მატიანეშიც (197v): „ჯ(უა)რისა მ(ა)მათათ(ჳ) ს: გ(იორგ)ისთ(ჳ)ს, ლ(უ)კასთ(ჳ) ს, მარტიანესთ(ჳ)ს, გ(ა)ბრ(ი)ელ სანატრელისთ(ჳ)ს, მარტიანესთ(ჳ) ს, საბასათ(ჳ)ს, სჳმონისთ(ჳ)ს, სჳმონისთ(ჳ)ს, გერმანოზისთ(ჳ)ს, ი(ოან)ესთჳს ვთქ(ვა)თ ყ(ოვე)ლთა, შ(ეუნდო)ს ღ(მერთმა)ნ“.
ლიტერატურა
- კლდიაშვილი დ., ქართული სამონასტრო სულთა მატიანეები, წ., 1, სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველთა ეკლესიის სულთა მატიანე, თბ., 2008;
- მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962;
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ., 4, სვინაქსარული რედაქციები (XI-XVIII სს.), ე. გაბიძაშვილის გამოც., თბ., 1968.