გიორგი (არმაზის წმ. გიორგის ეკლესიის აღმაშენებელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი – (IX ს.) არმაზის (შიდა ქართლი) წმ. გიორგის ეკლესიის აღმაშენებელი 864 წ. ახლო ხანებში. ეკლესია მდებარეობს სოფ. ზახორის (შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტი, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია) ზემოთ, მდ. რეხულას ზემო წელზე. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, ცენტრში არის სამშენებლო წარწერა: „მე, გიორგი არმაზელმა მამასახლისმა დავიწყე წმ. ეკლესია ქკსა პდ (864) ჴელმწიფებასა გიორგისა“ ...

აქ მოხსენიებული გიორგი არის აფხაზთა მეფე გიორგი I აღწეფელი (861-868).


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები