გიორგი (მონაზონი XI ს.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი – (XI ს. შუა წლები), კაცხის მონასტრის მონაზონი. მისი ხელით არის დაწერილი ანტონ ლიპარიტ-ყოფილის დაკვეთით და გაბრიელ კატას მიერ მანგლისს გადაწერილი იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტების 1047 წ. ხელნაწერი (ქუთ.19), რომელიც დამკვეთს კაცხის მონასტრისთვის შეუწირავს: „დაიწერა ჴელითა გიორგი მწირველისაჲთა, ოდეს იერუსალიმს წარვიდოდეთ“ (551), სავარაუდოდ, გიორგი ლიპარიტთა ოჯახის გარდაცვლილ წევრთა სულის მწირველი იყო კაცხის მონასტერში, რომელიც ბაღვაშთა საძვალედ ითვლებოდა.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები