გიორგი (მორკნეველი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი (მორკნეველი) – (XI ს. II ნახ.), იერუსალიმის საბაწმიდის მონასტრის ქართველი მონაზონი. მან მონასტერს შესწირა იოანე მღვდლის მიერ 1052 წ. საბას ლავრაში გადაწერილი მარხვანი (Sin.5), რომელშიც იოანე მინჩხის მარხვის ციკლის საგალობლებიც არის შეტანილი. ხელნაწერი სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში მოხვდა და დღესაც იქ ინახება ქართ. ხელნაწერების კოლექციაში.
იხილე აგრეთვე
სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ხელნაწერები