გირლანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გირლანდა - (იტალ. Ghirlanda, ფრანგ. uirlande, ლათ. gerrae - წნული), ლენტად დაწნული ყვავილების ან ტოტების წნული. ამგვარი გამოსახულებისაგან შედგენილი ლენტური ორნამენტი.
გირლანდებს უძველესი დროიდან ამზადებდნენ. ეგვიპტური სამარხების სარკოფაგებში აღმოაჩინეს ყვავილების გირლანდები, რომლებშიც ჩაქსოვილი ოქროს ძაფები იყო. გირლანდები გვხვდება ელინისტური და რომაული პერიოდის ანტიკურ რელიეფებზე.
გირლანდებს განსაკუთრებით ფართოდ იყენებდნენ საფრანგეთში როკოკოს პერიოდში. გირლანდები გამოიყენებოდა შპალიერების მოსართავად, მამაკაცის და ქალის კოსტიუმების გასაფორმებლად.