გირომაგნიტური კომპასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გირომაგნიტური კომპასი - სანავიგაციო გიროსკოპული ხელსაწყო, გეოგრაფიული მერიდიანის მიმართ მოძრავი ობიექტის მოძრაობის კურსის მაჩვენებელი; გიროაზიმუტისა და მაგნიტური კომპასის კომბინაცია. მისი მოქმედება ეფუძნება გიროაზიმუტის მუშაობის კორექციას მაგნიტური კომპასის მაჩვენებლებით. გამოიყენება საფრენ აპარატებში, მცირე ხომალდებში.