გიროსკოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიროსკოპი

გიროსკოპი - (ბერძნული giros - წრე და skope - უყურებ) სწრაფად მოძრავი როტორი დაკიდებულ მდგომარეობაში, რომლის ბრუნვის ღერძს (გიროსკოპის მთავარი ღერძი) შეუძლია შეიცვალოს მდგომარეობა სივრცეში.

განსაკუთრებით გავრცელებულია გიროსკოპები კარდანული დაკიდებით, რაც უზრუნველყოფს ბრუნვის ღერძის მიხედვით თავისუფლების 3 ხარისხს.

გიროსკოპის ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია: გარე ძალების არარსებობის პირობებში მთავარი ღერძის მიმართულების შენარჩუნება; გარე ძალების ზემოქმედებისას მთავარი ღერძი მოძრაობს (პროეცირდება) მუდმივი კუთხური სიჩქარით.

გიროსკოპი გვხვდება ასტატიკური (როტორის მასის ცენტრი ემთხვევა დაკიდების ცენტრს) და მძიმე (არდამთხვევის პირობებში). შესაძლებელია გიროსკოპი იყოს მოთავსებული კარდანულ ჩარჩოში თავისუფლების 2 ხარისხით და უკარდანო (როტორი მდებარეობს გაზოსტატიკური, გაზოდინამიკური, ელექტროსტატიკური ან ელექტრომაგნიტური დაკიდებებით).

XX საუკუნის ბოლო წლებიდან მუშავდება და გამოიყენება უროტორო გიროსკოპი - ლაზერული, ბოჭკოვანი და სხვა. ის გამოიყენება გიროსკოპულ მოწყობილობებში მთავარ ელემენტად.



წყარო

საზღვაო ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები