გირჩისებრი ამბანიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Girchisebri.PNG

გირჩისებრი ამბანიტა (ლათ. Amanita solitaria რუს. Мухомор одинокий)

ქუდი – 6-5 სმ დაიმეტრისაა, ზედაპირი დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო, სქელი კუთხოვანი მეჭეჭებით, კიდეები სადაა, მოთეთრო, ცენტრში ხშირად მონაცრისფრო იერი აქვს. ფირფიტები.·თეთრია, ძალიან ხშირი და თავისუფალი.

ფეხი –10-20 სმ სიგრძისა და 1-4 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვისებური და რამდენადმე ფესვისებურადაა წაგრძელებული. ფიფქოვან-ქერცლოვანი, თეთრია. საყელო ზოლიანი, ჩამოკიდებული, ხშირად მოსძვრება ხოლმე, მომწიფებამდე არ რჩება.

რბილობი – თეთრია, მკვრივი, სასიამოვნო სუნით.

სპორები – 9–14X6-9,5 მკმ.

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი, ოღონდ ქუდზე კანი უნდა გავაცალოთ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები