გიუმბეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გჲუმბეთ-ი (თაბ. Гюмбет) – ომში დაღუპულის ან უცხოობაში გარდაცვლილი ადამიანის საფლავი დაღესტანში (თაბასარანში); თუკი მკვდრის გვამს ვერ მოიპოვებდნენ, თაბასარანელები მას საფლავს აუცილებლად მიუჩენდნენ. ასეთ შემთხვევაში სამარხის გათხრა არ იცოდნენ, მაგრამ გარდაცვლილის სახელობის საფლავზე ბორცვს გააკეთებდნენ და ქვას დადებდნენ.
ლიტერატურა
Алимова В. М. Табасаранцы. XIX – начало XX в. Историко-этнографическое исследование. Махачкала,1992.