გიურსელი ბურაქ
ბურაქ გიურსელი – (დ. 1945), თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (1998-დას).
დაამთავრა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ანკარის უნივერსიტეტში. ფულობს ინგლისურ ენას.
1973-75 მუშაობდა ნატოს მრავალმხრივი უშიშროების საკითხების დეპარტამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში (MFA) მესამე, შემდეგ კი მეორე მდივნად;
1975-78 – თურქეთის საელჩოს მეორე, შემდეგ კი პირველ მდივნად კანბერაში (ავსტრალია);
1978-80– პირველი მდივანი თურქეთის საელჩოში ნიუ-დელიში (ინდოეთი);
1980-82 – განყოფილების უფროსი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში;
1932– კონსული თურქეთის საელჩოში რომში (იტალია);
1982-86 – თურქეთის მუდმივი მისიის კონსული ნატოში;
1986-88– დეპარტამენტის უფროსი განიარაღების დარგში;
1988-92 – პირველი კონსული თურქეთის საელჩოში ვაშინგტონში (აშშ);
1992-95 – „შუა აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნების“ დეპარტამენტის უფროსი;
1995-98 – მინისტრი, გენერალური დირექტორის მოადგილე.